ფეხბურთი

19:20 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები შესარჩევ ტურნირს ზესტაფონში დაასრულებენ

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნით მატჩს 6 სექტემბერს ზესტაფონში გამართავს. გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე ჯგუფის ლიდერი ხორვატიის ნაკრებია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, თამაში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 19:30 საათზე დაიწყება და გულშემატკივრები მატჩზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-6 ჯგუფში 9 თამაშში მოპოვებული 12 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

1. ხორვატია 8 6 1 1 20:5 19
2. შვედეთი 7 5 2 0 16:4 17
3. ესპანეთი 7 5 1 1 22:8 16
4. საქართველო 9 4 0 5 15:15 12
5. ესტონეთი 8 1 1 6 3:18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1:27 1

0.120025