ფეხბურთი

12:15 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას სადამკვირვებლო კომიტეტმა უეფას პრეზიდენტობის კანდიდადები დაამტკიცა

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 14 სექტემბერს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც ათენში დანიშნულ უეფას კონგრესზე აირჩევენ.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პრეზიდენტობის მსურველებმა ფიფას სადამკვირვებლო კომიტეტში შემოწმება გაიარეს და სამივე კანდიდატი დამტკიცებულია. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ესპანელი ანხელ მარია ვილიარი, ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრაგი და სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი. როგორც ცნობილია, უეფას პრეზიდენტი ავტომატურად იკავებს ფიფას ვიცეპრეზიდენტის პოსტსაც.

უეფას ბოლო არჩეული პრეზიდენტი მიშელ პლატინი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ფიფას ეთიკის კომიტეტმა ფრანგს, ფიფას აწ უკვე ყოფილ თავკაცთან იოზეფ ბლატერთან ფინანსური გარიგების გამო, ფეხბურთში საქმიანობა 4 წლით აუკრძალა და არც მისი აპელაცია დაკმაყოფილდა, პრეზიდენტის მოვალეობას ანხელ მარია ვილიარი ასრულებდა. ესპანელი მანამდე უეფას პირველი ვიცეპრეზიდენტი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი იყო. თავიანთი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებს თავკაცობდნენ მომავალ არჩევნებში მისი კონკურენტები ვან პრაგი და ჩეფერინიც.

0.119359