ფეხბურთი

0:38 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი - უკვე საფრანგეთის გმირიც... (+VIDEO)

“ბუფონმა “მარსელიეზა” გადაარჩინა” – ასეთი სათაურით გამოვიდა ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის 2 სექტემბრის ნომერი. საქმე ისაა, რომ იტალია-საფრანგეთის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, საფრანგეთის ჰიმნის დაწყებისას ბარის “სან ნიკოლას” ტრიბუნაზე შეკრებილმა ქომაგებმა სტვენა დაიწყეს, ვეტერანმა მეკარემ კი ტიფოზების ხსენებულ საქციელს ტაშით უპასუხა და მთელი “მარსელიეზას” განმავლობაში არც გაჩერებულა.

სამაგიეროდ, ლეგენდარულმა კიპერმა ჯერ თავისი თანაგუნდელები აიყოლია, ხოლო ცოტა ხანში მთელ სტადიონზე სტვენა აპლოდისმენტების ხმამ გადაფარა...

გარდა Le Parisien-ისა, ჯიჯის კომპლიმენტები თითქმის მთელმა საფრანგეთმა უძღვნა. ამასთან, ბუფონის შექება არც ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფატინოს დავიწყებია, რომელიც თამაშს ესწრებოდა:

“მადლობა ბუფონს ამისათვის – ეს იყო კულტურის ნამდვილი გამარჯვება და უზნეობის ნამდვილი მარცხი. მინდა, ჯიჯის კომპლიმენტები ვუთხრა, იგი ყველასთვის სამაგალითო ადამიანია”, - თქვა ინფატინომ.

0.111994