კალათბურთი

20:50 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სლოვაკეთშია და ამ ქვეყნის ნაკრებთან 3 სექტემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი ბრატისლავაში ვენის გავლით დღეს ჩავიდა.

თბილისის აეროპორტიდან ავსტრიის დედაქალაქში თვითმფრინავი დილის 8 საათზე გაფრინდა, საქაც საქართველოს ნაკრებს ავტობული დახვდა და ვენიდან ბრატისლავამდე მგზავრობამ მხოლოდ 40 წუთი წაიღო.

ზუროსის გუნდი სასტრუმრო „ბრატისლავაში“ დაახლოებით დილის 11 საათისთვის დაბინავდა და დასასვენებლად მთელი დღე ჰქონდა. პირველი ვარჯიში საღამოს 19:30 საათზე დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობას 13-ივე კალათბურთელი მიიღებს.

მწყობრშია და 3 სექტემბერს სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მაიკლ დიქსონი, რომელმაც ალბანეთთან დაისვენა.

სლოვაკეთთან პრინციპული მატჩისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს მთელი ხვალინდელი დღე ექნება. მატჩი ადგილობრივი დროით 3 სექტემბერს, 18:00 საათზეა დაგეგმილი და მისი ტრანსლაცია არც ერთი ადგილობრივი ტელევიზიით არ იგეგმება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134535