ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი მილანის "ინტერის" მცველი მირანდა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია პრესკონფერენციაზე თავად ფეხბურთელმა გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ნეიმარი რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი გახდა, "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ "სელესაოს" კაპიტნობა აღარ სურდა.
მირანდა ნაკრების მაისურით მოედანზე პირველად 2009 წელს გამოჩნდა და 6 მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ მცველი ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს და კარლოს დუნგამ ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დააბრუნა. სულ მირანდას "სელესაოს" რიგებში 41 მატჩი ჩაუტარებია.