ფეხბურთი

16:32 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ფერნანდესი დაიმატა

ფლორენციის “ფიორენტინას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მატიას ფერნანდესი ამიერიდან “მილანის” ღირსებას დაიცავს. როგორც ლომბარდიული გრანდის ვებგვერდი გვამცნობს, 30 წლის ჩილელმა შუახაზელმა “როსონერისთან” ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო დამდეგ ზაფხულს “მილანს” მისი გამოსყიდვა 1 მილიონ ევროდ შეეძლება...

მატი ფერნანდესი “ფიორენტინაში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, ხოლო მანამდე ლისაბონის “სპორტინგში”, “ვილიარეალსა” და “კოლო კოლოში” ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100985