ფეხბურთი

16:51 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლოპესი პრიმერას დაუბრუნდა

ვეტერანი ესპანელი მეკარე დიეგო ლოპესი სამშობლოში დაბრუნდა. როგორც ბარსელონას “ესპანიოლის” ვებგვერდი იტყობინება, 34 წლის მეკარე მიმდინარე სეზონის ბოლომდე კატალონაში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში მისი სრულად გამოსყიდვაც იქნება შესაძლებელი.

დიეგო ლოპესი 2014 წლიდან მოყოლებული იტალიურ “მილანში” თამაშობდა, მაგრამ შარშან თინეიჯერმა ჯანლუიჯი დონარუმამ სასტარტოში ადგილი დააკარგვინა. მანამდე ლოპესს “ვილიარეალში”, “სევილიასა” და “რეალში” უთამაშია.

0.115886