ლონდონის “ჩელსი” ბრაზილიელ მცველს დავიდ ლუისს იბრუნებს. ბრიტანული გამოცემების მტკიცებით, “ჩელსისა” და პსჟ-ს შორის შეთანხმება მიღწეულია, “არისტოკრატებმა” ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზეც მოილაპარაკეს და ტრანსფერი ოფიციალურად დღის ბოლომდე დადასტურდება. Daily Mail-ის ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
ლუისი “ჩელსიმ” 2011 წელს ლისაბონის “ბენფიკასგან” 21,2 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა და სამი წლის შემდეგ პსჟ-ში 42 მილიონად გაუშვა. 29 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა გუნდის ახალმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ღიად გადანცხადა, რომ ლუისი მის გეგმებში არ ჯდება.