მილანის “ინტერმა” ივნისში თურქეთის ნაკრების მცველი ჩანერ ერკინი სტამბოლის “ფენერბახჩედან” უფასოდ გადაიბირა, თუმცა, გავიდა ორი თვე და იჯარით “ბეშითქაშში” გაასხვისა. როგორც თურქეთის მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, 27 წლის ერკინი სტამბოლელთა ღირსებას იჯარით დაიცავს, ხოლო მისი სრულად გამოსყიდვა დამდეგ ზაფხულს იქნება შესაძლებელი.
ჩანერ ერკინმა “ინტერი” ისე დატოვა, ერთი ოფიციალური თამაშიც არ ჩაუტარებია. იტალიური გამოცემების ცნობით, თურქი ფეხბურთელი ფრანკ დე ბურის გეგმებში არ ჯდებოდა და ამიტომაც მოუწია ასე სწრაფად ნავსაყუდელის გამოცვლა.