ახლა უკვე ოფიციალურად “მანჩესტერ სიტის” ექსმეკარე ჯო ჰარტი იტალიური “ტორინოს” მეკარეა. 29 წლის ინგლისელმა ტურინულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და დამდეგ სეზონს აპენინზე იჯარის წესით გაატარებს. ზაფხულში კი, "ხარებს" მისი გამოსყიდვა შეეძლებათ. ინგლისის ნაკრების კიპერის დამატება პრემიერლიგურ “სანდერლენდსაც” სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელებმა უფრო მოინდომეს.
ჰარტს მშობლიური “სიტის” მას შემდგომ მოუხდა, რაც მანჩესტერში პეპ გვარდიოლა მივიდა. ესპანელის გეგმებში გამოცდილი მეკარე ვერ ჩაჯდა და ჰარტმა მესამე მეკარეობას “ტორინოში” გადაბარგება არჩია.