ფეხბურთი

19:25 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია ავსტრიელებს: "ფავორიტი საქართველოა"

ვენის "რაპიდის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ავსტრიულ პრესას უთხრა, რომ 5 სექტემბერს ფავორიტად საქართველოს ნაკრები მიაჩნია. თავად ქვილითაია, როგორც იცით, ტრავმის გამო ტოვებს ავსტრიის ნაკრებთან მატჩს. თუმცა მალე სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.

"საქართველოში დიდი მოლოდინია. ვიცით, რომ ავსტრია ძლიერია, ალაბა მსოფლიო დონის ვარსკვლავია და არნაუტოვიჩიც ცნობილი ფეხბურთელია, მაგრამ საქართველო შინ თამაშობს. მიზანი რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია".

ავსტრიული პრესა (Krone.at) ქვილითაიას განცხადებას ხმაურიანს უწოდებს.

0.127757