ვაკო ყაზაიშვილმა დღეს ვარშავის "ლეგიასთან" ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 23 წლის ქართველი შემტევი არნემის "ვიტესიდან" გადავიდა პოლონეთის ჩემპიონ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.
"რეალი", "დორტმუნდი", "სპორტინგი" - ყაზაიშვილი ამ გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. ისე, ვარშაველებმა ცუდად დაიწყეს პოლონური ექტსრაკლასა და 7 ტურის შემდეგ, მეათე ადგილზე არიან.
"ლეგიაში" 9 ნომერი თავისუფალია. 10 ნომერი კი პოლონური ფეხბურთის ლეგენდას, გარდაცვლილ კაზიმეჟ დეინას ეკუთვნის.