ფეხბურთი

19:27 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას პასპორტის გაყალბებაში ადანაშაულებენ

არაფრით არ ატაროთ თან ყალბი პასპორტი იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სახელი და გვარია – დიეგო არმანდო მარადონა. არგენტინული ყოველდღიური გამოცემა clarin-ის ინფორმაციით, მარადონა დღეს დილით ბუენოს აირესის საერთაშორისო აეროპორტში დაბლოკეს. მიზეზი? – მან ყალბი პასპორტი წარმოადგინა.

მარადონა დუბაიში გაფრენას ლამობდა და მომხდარს აბსურდს უწოდებს, თან პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს:

“არავის მივცემ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება. სისულელეა თითქოს, ჩემი პასპორტი ყალბი და მოპარულია. ჩემი ადვოკატი ყველაფერს გაარკვევს და სიმართლესაც დაადგენს”, - თქვა ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113952