ფეხბურთი

16:19 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “განწყობით და სიფრთხილითაც”

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა ლეო ვინდტნერმა განაცხადა, რომ ნაკრებმა ევრო-2016-ზე განცდილი მარცხი უნდა დაივიწყოს და ყველანაირად ეცადოს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს. ავსტრიას მუნდიალზე 1998 წლის შემდეგ არ უთამაშია.

5 სექტემბერს თბილიში მართლაც საინტერესო მატჩს ველით. საქართველო და ავსტრია აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს – ხშირი იყო საკლუბო დაპირისპირებები და ჩვენთვის ტკბილად მოსაგონარი შედეგები არ დაფიქსირებულა, აი, სანაკრებო დონეზე კი 5 სექტემბერს გავიგებთ, რა და როგორ...

ვინდტნერმა თქვა, თბილისში რთული მატჩი გველის, მაგრამ ყველანაირი საბაბია იმისა, რომ ნაკრები მატჩზე ამაღლებული განწყობით გავიდესო. თუმცა, ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გარკვეულწილად სიფრთხილესაც იჩენს და ამბობს:

“საქართველო წინა შესარჩევში ორივეჯერ ღირსეულად ეთამაშა გერმანიას. მათ ევროპის ჩემპიონატის წინა დღეებში ესპანეთს სტუმრად მოუგეს ამხანაგურ შეხვედრაში. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გავიდეთ ჯგუფში, ამიტომაც პირველ თამაშში გამარჯვება ბევრის მომტანი იქნება. იმედია, ასეც მოხდება”.

0.107894