ფეხბურთი

17:24 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზაგრების "დინამომ" როგი "ნაპოლიში" გაყიდა

ზაგრების “დინამოსა” და ხორვატიის ნაკრების წევრი მარკო როგი კარიერის იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ხორვატიის ჩემპიონის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 21 წლის როგი “სან პაოლოზე” მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დარჩება. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, არაოფიციალური ინფორმაციით, “ნაპოლიმ” როგის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გაიღო.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება დიდ გუნდთან გავაფორმო ხელშეკრულება. მეორეს მხრივ, ადვილი არაა დავტოვო ზაგრების “დინამო”, სადაც ჩამოვყალიბდი პროფესიონალად, ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე. მინდა, ბიჭებს წარმატებები ვუსურვო, რადგან ლიგის საგზური ახლახან ერთად მოვიპოვეთ.

ახლა კი, მოუთმელნლად ველოდები, რომ “ნაპოლის” შევუერთდე. ეს ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯია, რომელიც წინ გადავდგი. მინდა, “დინამოს” მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის და მომავალში წარმატებები ვუსურვო”, - განაცხადა როგმა.

მარკო როგი ხორვატიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ზაგრების “დინამოს” კი მიმდინარე ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად დაეხმარა. სხვათა შორის, მან თბილისშიც გაიტანა გოლი აგვისტოს დასაყისში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119487