"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბისთვის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი დასრულდა.
"უკვე საკმარისია. 30 ფეხბურთელი გვყავს, რაც დამაკმაყოფილებელია. ბედნიერი ვარ შემადგენლობით და გუნდით. თავდაჯერებული ვარ და ჩემ შეგირდებსაც ვენდობი." - ციტირებს Sky Sports-ი ესპანელის სიტყვებს.
"ქალაქელებმა" ზაფხულში იაქტიურეს და ესპანელმა სპეციალისტმა სასურველი ფეხბურთელები დაიმატა, მათ შორისაა: კლაუდიო ბრავო, ჯონ სტოუნსი, ნოლიტო, ილქაი გიუნდოგანი და ლეროი სანე.