იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალბერტო აკვილანი ერთწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც ლისაბონის “სპორტინგის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 32 წლის ნახევარმცველი ამიერიდან “პესკარას” ღირსებას დაიცავს.
“გადამწყვეტი როლი მასიმო ოდოს ფაქტორმა ითამაშა – მე მზად ვარ, ამ ზაფხულში ვვარჯიშობდი, მხოლოდ სათამაშო რიტმი მაკლია”, - თქვა აკვილანიმ.
ალბერტო და “პესკარას” მთავარი მწვრთნელი ოდო ერთმანეთს კარგად იცნობდნენ – ისინი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ერთ დროს თანაგუნდელები იყვნენ.
ალბერტო აკვილანი “სპორტინგში” გასულ ზაფხულს გადავიდა და მან ლისაბონელთა რიგებში 19 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. ისე კი, ვეტერან ფეხბურთელს თავის დროზე “რომაში”, “ლივერულში”, “იუვენტუსში”, “მილანსა” და “ფიორენტინაში” უთამაშია.