ფეხბურთი

19:51 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერი" ბარბოზას და ჟოაუ მარიუს დაიმატებს

მილანის "ინტერი" ბრაზილიის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების შემტევებს გაბრიელ ბარბოზას და ჟოაო მარიუს დაიმატებს. 19 წლის სამხრეთამერიკელი უკვე ჩაფრინდა მილანში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ასევე უკვე მილანშია 23 წლის მარიოც. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გაბრიელი 2013 წლიდან "სანტოსში" თამაშობს და ბრაზილიაში მას ნეიმარს ადარებენ. მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. მას შემდეგ ბარბოსამ სხვადასხვა ტურნირებზე 153 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.

ეროვნულ ნაკრებში ბრაზილიელი მიმდინარე წლის მარტში გამოიძახეს, დებიუტი კი პანამასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, სადაც მოედანზე შემტევი 26 წუთით გამოჩნდა და გოლი გაიტანა. მას შემდეგ “გაბიგოლმა” (კიდევ ერთი ზედმეტსახელი) "სელესაოს" რიგებში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი კიდევ გაიტანა. ოლიმპიური ნაკრების მაისურით კი გაბრიელი რიოში გამართული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება ჟოაუ მარიუს, ის ლისაბონის "სპორტინგის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. გასული სეზონის ფეხბურთელისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მარიუმ საკლუბო დონეზე 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 12 საგოლე გადაცემა შეასრულა და პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ფინალში მარიუმ შეუცვლელად ითამაშა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბებერი კონტინენტის გამარჯვებულში "ინტერი" 45 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო გაბიგოლის სანაცვლოდ მილანელები 25 მილიონს გაიღებენ.

0.147902