უეფას ევროპა ლიგის მონაწილე 48 გუნდი ახლახან 12 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ყველაზე ძლიერ ჯგუფად კი, ერთი შეხედვით A ჯგუფი მოსჩანს, სადაც თავი ტურნირის უმთავრეს ფავორიტ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად როტერდამის “ფეიენოორდმა”, სტამბოლის “ფენერბახჩემ” და ლუგანსკის “ზორიამ” მოიყარეს. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელის ღირსებას ქართველი ჯაბა ლიპარტია იცავს.
ევროპა ლიგის ჯგუფები:
A ჯგუფი
“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
“ფენერბახჩე” (თურქეთი)
“ფეიენოორდი” (ჰოლანდია)
“ზორია” (უკრაინა)
B ჯგუფი
“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი)
აპოელი (კვიპროსი)
“იანგ ბოიზი” (შვეიცარია)
“ასტანა” (ყაზახეთი)
C ჯგუფი
“ანდერლეხტი” (ბელგია)
“სენტ ეტიენი” (საფრანგეთი)
“მაინცი” (გერმანია)
“გაბალა” (აზერბაიჯანი)
D ჯგუფი
“ზენიტი” (რუსეთი)
“ალკმაარი” (ჰოლანდია)
“მაკაბი” (ისრაელი)
“დანდოლკი” (ირლანდია)
E ჯგუფი
“პლზენი” (ჩეხეთი)
“რომა” (იტალია)
“აუსტრია” (ავსტრია)
“ასტრა” (რუმინეთი)
F ჯგუფი
“ბილბაო” (ესპანეთი)
“გენკი” (ბელგია)
“რაპიდი” (ავსტრია)
“სასუოლო” (იტალია)
G ჯგუფი
“აიაქსი” (ჰოლანდია)
“სტანდარტი” (ბელგია)
“სელტა” (ესპანეთი)
“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი)
H ჯგუფი
“შახტარი” (უკრაინა)
“ბრაგა” (პორტუგალია)
“გენტი” (ბელგია)
“კონიასფორი” (თურქეთი)
I ჯგუფი
“შალკე” (გერმანია)
“ზალცბურგი” (ავსტრია)
“კრასნოდარი” (რუსეთი)
“ნიცა” (საფრანგეთი)
J ჯგუფი
“ფიორენტინა” (იტალია)
პაოკი (საბერძნეთი)
“ლიბერეცი” (ჩეხეთი)
“ყარაბახი” (აზერბაიჯანი)
K ჯგუფი
“ინტერი” (იტალია)
“სპარტა” (ჩეხეთი)
“საუთჰემპტონი” (ინგლისი)
“ჰაპოელი” (ისრაელი)
L ჯგუფი
“ვილიარეალი” (ესპანეთი)
“სტიაუა” (რუმინეთი)
“ციურიხი” (შვეიცარია)
“ოსმანლისფორი” (თურქეთი)
უეფას ევროპა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი 15 სექტემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, იგი 24 მაისს, შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში გაიმართება.