ლევან ყენია ევროპის ლიგის ფლეი ოფის საპასუხო მატჩის განაცხადში არ იყო: "სლავიამ" ბელგიაში "ანდერლეხტთან" 0:3 წააგო და ევროტურნირებს გამოეთიშა. ლევანი ბელგიაში გახლდათ, გუშინდელ ვარჯიშზე კუნთი გაეჭიმა და წვრთნა ვეღარ გააგრძელა. შესაბამისად, განაცხადშიც ვერ მოხვდა.
"ხვალ გავიგებ, თუ როგორ იქნება ჩემი ტრავმის საკითხი, მაგრამ ამჟამად საკმაოდ მაწუხებს", - გვითხრა ყენიამ.
5 სექტემბერს კი საქართველო-ავსტრიის შესარჩევი მატჩია. ლევან ყენია სანაკრებო სიაშია და დღესდღეობით რთულია თქმა, მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას.