“ბარსელონას” 33 წლის მეკარე კლაუდიო ბრავო “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბრავომ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრავოს გადაბირება “სიტის” 18 მილიონი ევრო დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ ბრავო “ბარსელონას” ღირსებას 2014-16 წლებში იცავდა, სადაც 70 შეხვედრა ჩაატარა. იქამდე კი, ჩილელი მეკარე 2006-2014 წლებში “სოსიედადში” თამაშობდა.