საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. დეშამის სიაში ევროპის დასრულებულ ჩემპიონატთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაა. ნაკრებში არ არიან პატრის ევრა და ბაქარი სანია. კინგსლი კომანი და უგო ლორისი კი დეშამის ნუსხაში ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ.
საფრანგეთის ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: ბენუა კოსტილი (“რენი”), სტივ მანდანდა (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ალფონს არეოლა (პსჟ)
მცველები: რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი), ლუკას დინიე (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლორან კოშელნი (“არსენალი”, ინგლისი), ლაივინ კურზავა (პსჟ), ადილ რამი (“სევილია”, ესპანეთი), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ჯიბრილ სიდიბე (“მონაკო”), სებასტიან კორშია (“ლილი”)
ნახევარმცველები: იოან კაბაიე (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ნგოლო კანტე (“ჩელსი”, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი)
თავდამსხმელები: ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ანდრე-პიერ ჟინიაკი (“ტიგრესი”, მექსიკა), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ალექსანდრ ლაკაზეტი (“ლიონი”), ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 1 სექტემბერს ბარიში იტალიას ამხანაგურად გაეჯიბრება, ხოლო 6 სექტემბერს, ბორისოვში, ბელორუსიის ნაკრებთან მატჩით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს.