ფეხბურთი

16:24 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულ ნაკრებს ლობჟანიძე დაემატა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ესტონეთში წასაყვან შემადგენლობას საჩხერის "ჩიხურას" ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე დაამატა. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება.

ქართველი 21-წლამდელები 29 აგვისტოს გაემგზავრებიან ტალინში, სადაც 1 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ესტონელ თანატოლებთან ჩაატარებენ, 6 სექტემბერს კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის გია გეგუჩაძე 22 ფეხბურთელს მოამზადებს:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ირაკლი კომახიძე (შუქურა);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მეექვსე ჯგუფში 8 მატჩში მოპოვებული 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.116896