გიორგი ქვილითაია 5 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვერ ითამაშებს, რადგან მანამდე სრულყოფილ ფორმაში ვერ შევა. ქართველი ფორვარდი ერთ კვირაში დაიწყებს ვენის "რაპიდში" ვარჯიშს, ჯერჯერობით კი ინდივიდუალურად ემზადება.
როგორც თავად გიორგიმ გვითხრა, ამჟამად ტრავმა აღარ აქვს, მაგრამ დრო არის საჭირო, რათა სათამაშოდ მზად იყოს. რაც უნდა იყოს, მას საკმაო ხანი გაუცდა.