საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" მცველი ელიაკიმ მანგალა იჯარის წესით "ნაპოლიში" ითამაშებს. როგორც The Times-ი იუწყება, იტალიური და ინგლისური კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.
მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლას თხოვნა კლუბმა შეასრულა და ჯონ სტოუნსის ტრანსფერი განახორციელა, დაცვაში მანგალას ადგილი არაა. ფეხბურთელი შემადგენლობაში ვერ ხვდება და მიმდინარე სეზონში სათადარიგოთა სკამზეც კი არ მჯდარა.
მანგალა 2014 წელს "პორტუდან" 30.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 33 მატჩი ჩაატარა, რამდენიმე შეხვედრა კი ტრავმების გამო გაუცდა.