მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა და მეორე ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდეს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
უილიამსი, რომელსაც წლის შემაჯამებელი ტურნირი ხუთჯერ მოუგია, ამ შეჯიბრში მეცხრედ მიიღებს მონაწილეობას. კერბერი კი აღნიშნულ ტურნირზე მეოთხედ ითამაშებს.
ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 24 ოქტომბერს დაიწყება.