კალათბურთი

11:15 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი - ერთადერთი კალათბურთელი 3 ოქროს მედლით

ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კარმელო ენტონი ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, ვინც ოლიმპიადებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

კარმელომ რიოს ოლიმპიადის ფინალში, სერბეთთან მოგებულ შეხვედრაში (96:66), პარკეტზე 17 წუთი დაჰყო და ამ დროში გუნდს 7 ქულა და ამდენივე მოხსნა შესძინა.

კარმელო ენტონიმ პირველი ოქროს მედალი პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა, ხოლო შემდეგ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე და მესამე ოქროს რიოში დაეუფლა. მელოს 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.

0.119154