“ცინცინატის” მასტერსის ფინალში რიოს ოლიმპიური ჩემეპიონი ენდი მარეი მსოფლიო რეიტინგის მე-14 ნომერს ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება. ნახევარფინალში ენდიმ კანადელი მილოშ რაონიჩი 6:3, 6:3 დაამარცხა. მილოშს სამჯერ ჰქონდა ბრეიკ პოინტი, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ბრიტანელმა კანადელი უშანსოდ დატოვა. მეორე ნახევარფინალში ხორვატმა მარინ ჩილიჩმა ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 4:6, 6:3, 7:5 აჯობა.
მარეი ჩილიჩს ურთრთიერთშეხვედრებში 11:3-ს ამარცხებს. ფინალური შეხვედრა 22 აგვისტოს თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.