ჭიდაობა

17:49 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ამინაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა სანდრო ამინაშვილს. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ამინაშვილი მერვედფინალში მატეუშ ბარანოვსკის დაუპირისპირდა და პოლონელმა მოჭიდავემ 2:2 დასრულებულ ბრძოლაში მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორქულიანი შეტევის უპირატესობით მოიპოვა.

0.127136