ფეხბურთი

17:20 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიას ტრანსფერში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადეს

გიორგი აბურჯანიას სანაცვლოდ, "სევილიამ" 1,8 მილიონი ევრო გადაუხადა ტარაგონას "ხიმნასტიკს". თანხის ოდენობა "სევილიასგან" გაჟღერდა და ესპანურ პრესაში დაიწერა. ბუნებრივია, ქართველ ფეხბურთელს მთავარ გუნდთან აქვს კონტრაქტი, თუმცა თავიდან "სევილია ატლეტიკოში" მოუწევს თამაში - ეს გუნდი წლეულს გადავიდა სეგუნდა დივიზიონში.

აბურჯანიას ტრანსფერი ამ ზაფხულს, ჯერჯერობით, ყველაზე ძვირადღირებულია ქართველ ფეხბურთელთა შორის. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, დაზუსტებული ინფორმაციით, ვენის "რაპიდმა" მასში 500 000 ევრო გაიღო.

0.123265