ჭიდაობა

14:06 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ოლიმპიადაში სანდრო ამინაშვილი და გენო პეტრიაშვილი ჩაებმებიან

დღეს, 20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილის 86 და 125 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს ღირსებას დაიცავენ ევროპისა და მსოფლიოს 2015 წლის პრიზიორი სანდრო ამინაშვილი და ევროპის 2016 წლის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი, რეიტინგის პირველი ნომერი გენო პეტრიაშვილი.

შეხვედრები თბილისის დროით კვლავინდებურად 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

ლაივის ლინკები:
http://1tv.ge/ge/live.html
http://3match.co/match-boets.html


86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამინაშვილი მერვედფინალიდან ჩაერთვება ბრძოლაში პოლონელ ბარანოვსკისთან შეხვედრით, მეოთხედფინალში სავარაუდო მეტოქე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი იქნება, წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალში რუსი აბდულრაშიდ სადულაევი ელოდება.

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში პეტრიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იასპარეზებს ბულგარელ კუმჩევთან შეხვედრით, მერვედფინალში ქართველ მძიმეწონოსანის მეტოქე უკრაინელ ალენ ზასეევს და რუს ბილიალ მახოვს შორის გამარჯვებული იქნება, მეოთხედფინალში კი სავარაუდო მეტოქე ირანელი კომეილ გასემი ელოდება, ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ თურქი მსოფლიოს ჩემპიონი ტახა აკგული და სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე.

www.wrestling.ge

0.155768