ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ხუან კუადრადო კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ტურინის “იუვენტუსში”. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის იჯარის წესით იტალიაში წასვლას დათანხმდა. ტურინელებს “არისტოკრატებთან” ერთწლიანი შეთანხმება 3,5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
კუადრადო გასულ სეზონშიც საიჯარო ხელშეკრულებით თამაშობდა “იუვენტუსში”, რომლის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.