20-21 აგვისტოს საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-3 ტურის მატჩები გაიმართება. წითელ ჯგუფში ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება: „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ მიიღებს.
იმერლებმა ორ ჩატარებულ შეხვედრაში 4 ქულის მოპოვება მოახერხეს და მოახლოვებულ შეხვედრას ლიდერის სტატუსით ხვდებიან. თბილისელებმა კი ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარეს და სამი ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.
გათამაშების ცხრილის სათავეშია ბათუმის „დინამოც“, რომელმაც „სამტრედიის“ მსგავსად ორ შეხვედრაში 4 ქულა მოიპოვა. მესამე ტურში აჭარლები გორის „დილას“ დაუპირისპირდებიან. გასული სეზონის ბრინჯაოს მედალოსნებმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყეს და პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ზუგდიდი 4:1 დაამარცხეს.
მესამე ტურის დარჩენილ შეხვედრებში ბოლნისის „სიონი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება, „გურია“ - „შუქურას“, „ჩიხურა“ - „ლოკომოტივს“, „ცხინვალი“ კი თბილისის „დინამოს“ შეხვდება.
საბურთალო - სამტრედია
თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:30
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ი. კვირიკაშვილი, შ. ქუხილავა, პ. მაჭარაძე
დისკვალიფიკაცია: გურამ გოშთელიანი
დინამო ბთ - დილა
ქობულეთი, "ჩელე არენა", 17:30
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია, დ. სანოძე (სათადარიგო)
სიონი - კოლხეთი ფ
ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 17:30
მსაჯები: ლ. სილაგავა, ი. უკლება, ს. სპიცინი, გ. ვარდიძე
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია (კოლხეთი ფ)
ჩიხურა - ლოკომოტივი
ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 17:30
მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია, ბ. ნინუა
გურია - შუქურა
ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 17:30
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. აფციაური, გ. დოგრაშვილი
ცხინვალი - დინამო თბ
თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 17:30
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, დ. გაბისონია, ა. ბასლეჰლო
www.gff.ge