ჭიდაობა

18:53 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაქარაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ მაქარაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში დამარცხდა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ, მერვედფინალში ბულგარელი გეორგი ივანოვის ძლევის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 0:11 წააგო. შეძლებს თუ არა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელებას მაქარაშვილი, ჰასანოვის შედეგზეა დამოკიდებული.

0.115737