სხვა

23:09 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მძლეოსნების წარუმატებელი დღე

18 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაში 2 ქართველი მძლეოსანი ჩაება და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მათ მაღალი შედეგები არ უჩვენებიათ.

ბირთვის მკვრელმა ბენიკ აბრამიანმა კვალიფიკაციის 34 მონაწილეს შორის 31-ე შედეგი დააფიქსირა. მისთვის საუკეთესო მე-2 ცდა აღმოჩნდა, როდესაც ბირთვი 18.72 მეტრზე ჰკრა, სხვა ცდებში კი 18.08 და 18.35 ჰქონდა.

ცნობისთვის, კვალიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი ამერიკელ რაიან კრაუზერს აღმოაჩნდა – 21.59.

წარუმატებლად იასპარეზა სიმაღლეზე მხტომელმა ვალენტინა ლიაშჩენკომაც, რომელმაც მხოლოდ 1.80 მეტრზე გადებული თამასა დასძლია, სხვა ცდები კი ვეღარ გამოიყენა.

ამ შედეგით, ლიაშჩენკომ საკვალიფიკაციო A ჯგუფში კვიპროსელ სპორტსმენთან ერთად ბოლო მე-17 ადგილი გაიყო. კვალიფიკაციაში საუკეთესო შედეგი 1.94 მეტრი გახლდათ, რომელიც ერთბაშად 15-მა მონაწილემ დააფიქსირა.

0.118773