ფრანგი გაელ მონფილსი “ცინცინატის” მასტერსზე ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს. მართალია ის კვიპროსელი მარკუს ბაგდატისის დამარცხების (7:5, 6:0) შემდეგ მერვედფინალში გავიდა, სადაც ავსტრიელ დომინიკ ტიმს უნდა შეხვედროდა, თუმცა ზურგის ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა და მერვედფინალში ტიმი უბრძოლველად გავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას Atp-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მონფილსმა ტრავმა ბაგდატისტან მატჩში მიიღო.