ფეხბურთი

16:07 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარიო გომესი ბუნდესლიგას დაუბრუნდა

ფლორენციის “ფიორენტინას” აწ უკვე ყოფლი თავდამსხმელი მარიო გომესი სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან “ვოლფსბურგის” ღირსებას დაიცავს. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელმა კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 33 ნომრიანი მაისურიც მოირგო. ტრანსფერის ღირებულებამ კი, 7 მილიონი ევრო შეადგინა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, ბუნდესლიგაში დავბრუნდი. “ვოლფსბურგს” ევროპაში დაბრუნებაში უნდა დავეხმარო”, - ასეთი იყო გომესის კომენტარი ახალ გუნდში გადასვლისას.

მარიო გომესი “ფიორენტინაში” 2013 წლიდან თამაშობდა, თუმცა აპენინზე თავი დიდად ვერ გამოიჩინა. გასული სეზონი კი, მან იჯარით სტამბულის “ბეშიქთაშში” გაატარა, სადაც თურქეთის ჩემპიონი გახდა და ამასთან, 26 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიგო.

0.125976