კალათბურთი

15:37 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

2013 წელს ტეოდოსიჩმა “მემფისში” გადასვლა იუარა

სერბეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მილოშ ტეოდოსიჩს 2013 წელს “მემფის გრიზლმა” 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაშიც სერბი 5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებდა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ტეოდოსიჩმა ეს შემოთავაზება იუარა და ცსკა-სთან 2017 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

რამდენიმე დღის წინ კი ტეოდოსიჩმა მომავალი წლისთვის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის სურვილი გამოთქვა.

0.115197