ფეხბურთი

13:02 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე სოსა “მილანში” ითამაშებს

თურქეთის ჩემპიონ “ბეშიქთაშის” არგენტინელი ნახევარმცველი ხოსე სოსა კარიერას “მილანში” გააგრძელებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულდა და შეთანხმებასაც მიაღწიეს. სოსას სანაცვლოდ “როსონერი” 7.5 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს. სამხრეთამერიკელ შემტევს მილანში დღეს ელიან, სადაც სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.

სხვათა შორის სოსასთვის იტალიის ჩემპიონატი უცხო არაა – 2010/2011 წლების სეზონში იგი “ნაპოლის” რიგებში გამოდიოდა, რომლის ღირსება 24 მატჩში დაიცვა და ერთი გოლის გატანა შეძლო. შარშან კი, მან “ბეშიქთაშის” გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა: 31 მატჩი, 7 გოლი, 12 საგოლე პასი.

31 წლის ფეხბურთელს არაერთ გუნდში უთამაშია. მათ შორის მადრიდის “ატლეტიკოში”, მიუნხენის “ბაიერნსა” და უკრაინულ “მეტალისტში”. სამშობლოში კი, “ესტუდიანტესის” წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108591