ფეხბურთი

11:41 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რომამ” ბრუნო პერესი დაიმატა

იტალიური “რომას” ღირსებას ამიერიდან “ტორინოს” აწ უკვე ყოფილი მცველი ბრუნო პერესი დაიცავს. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი უკვე ოფიციალურად იუწყება. 26 წლის ბრაზილიელმა გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და დედაქალაქურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პერესი “სტადიო ოლიმპიკოზე” დამდეგ სეზონს საიჯარო ხელშეკრულებით გაატარებს, რომელიც “რომას” 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ერთი წლის თავზე მისი სრულად გამოსყიდვა 12.5 მილიონად შეეძლება.

ბრუნო პერესი “ტორინოში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. ხსენებული დროის განმავლობაში მან ტურინელთა ღირსება 65 მატჩში დაიცვა, ხოლო გუნდს 6 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით შეეწია. “რომა” ბრაზილიელ განაპირა მცველს სალიგო განაცხადშიც უპირებს შეყვანას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11461