105 კილოგრამ წონით კატეგორიაში კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა ოლიმპიური დებიუტი გიორგი ჩხეიძემ. გიორგი ახალგაზრდაა, სადღაც ინერვიულა და ყველაფერს შემდეგი დიდი ტურნირისთვის გაითვალისწინებს. გიორგის გამოსვლა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა შეფასა.
კახი კახიაშვილი (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი): „19 წლის გიორგი ჩხეიძემ ვერ გადალახა ოლიმპიური დატვირთვა. ნორმალურად დაიწყო, მაგრამ ერთი შეცდომის შემდეგ, ვერ გამოასწორა სიტუაცია, ვერ გაუძლო ზეწოლას. ვერ აიტაცა 173 კილოგრამი. მწვრთნელები ცდილობდნენ აკვრაში წონის გაზრდით სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ გიორგი არ იყო მზად ფსიქოლოგიურად. მწვრთნელები ზრდიდნენ წონას. უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ესეთ სიტუაციაში მეცამეტეზე გახვალ თუ მეჩვიდმეტეზე. მჯერა, რომ ჩხეიძე ამ გამოცდილებას შემდეგ დიდ ტურნირზე გამოიყენებს“.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეს-ცენტრი