ფეხბურთი

16:44 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი: “რეალში” თამაში ჩემი მთავარი მიზანია”

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გერმანულ ტელეარხ ZDF-თან საუბრისას გამოტყდა, რომ “რეალში” თამაშზე ოცნებობს. როგორც აფრიკელმა თავდამსხმელმა განაცხადა, მან თავის გარდაცვლილ ბაბუას “სამეფო კლუბში” თამაშის პირობა მისცა.

“ერთადერთი გუნდი, რომელშიც “ბორუსიადან” გადავიდოდი, მადრიდის “რეალია”. სხვა დანარჩენი ამ მომენტში არ არსებობს. ბაბუაჩემი ესპანელი იყო და სურდა ლა ლიგაში მეთამაშა. სანამ გარდაიცვლებოდა, დავპირდი, რომ ერთ დღეს “რეალში” ვითამაშებდი და ეს ჩემი მიზანია, ამისთვის ვშრომობ.

და თუ მომეცემა მინიმალური შანსიც კი, მადრიდში გადავალ, თუმცა ამჟამად არანაირი კონტაქტი არაა”, - თქვა ობამეინგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგის “დორტმუნდიდან” შესაძლო აბარგების შესახებ საუბარი მიმდინარე ზაფხულს არაერთხელ იყო და მათ შორის, “რეალის” ინტერესზეც იწერებოდა, თუმცა საქმე აქამდე რეალურად არ მისულა.

0.110841