ფეხბურთი

12:08 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ტურე არ სჭირდება – ნასრიც და ჰარტიც?

კოტ დივუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ შესაძლოა, “მანჩესტერ სიტი” დატოვოს. “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იგი რუმინეთში საერთოდ არ წაიყვანა, სადაც “სიტი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩს გამართავს ბუქარესტის “სტიაუას” წინააღმდეგ.

გვარდიოლამ ტურეს ინგლისში დატოვება მისი ცუდი ფორმით ახსნა:

“იაია ტურე კარგად ვარჯიშობს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ თამაში შეუძლია. სწორედ ამიტომ ვამჯობინე, რომ მანჩესტერში დამეტოვებინა. იმ დროიდან რაც აქ ვარ, უპირატესობას ყოველთვის პროფესიონალებს ვანიჭებდი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ახლა არაა დრო ტრანსფერებზე ვისაუბრო”, - თქვა გავრდიოლამ.

“სიტის” განაცხადში იაია ტურეს გარდა, სამირ ნასრი და ვილფრიდ ბონიც ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, გუნდთან ერთად ბუქარესტშია ჯო ჰარტი, თუმცა, ინგლისურ მედიას თუ დავუჯერებთ, გამოცდილი კიპერიც არ ჯდება პეპის გეგმებში და კლუბი მის გასხვისებას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11773