ქართველმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ (105 კგ.) რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 6 ცდიდან მხოლოდ 2 გამოიყენა და ცხადია, სასურველი შედეგი ვერ აჩვენა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ძალებს B ჯგუფში სცდიდა, სადაც სულ 8 მონაწილე იყო.
ჩხეიძემ ატაცში ჯერ 165 კგ. დაიმორჩილა, შემდეგ კი – 170 კგ, 173 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა. ამ შედეგით, პირველი მოძრაობის შემდეგ, ქართველი ძალოსანი მე-6 იყო.
აი, აკვრაში კი, გიორგის ძალიან გაუჭირდა. მან 205-კილოგრამიანი შტანგა 2-ჯერ დააგდო, დასკვნითი ცდა კი 208 კგ-ზე გადაიტანა და იქაც ხელი მოეცარა.
სამწუხარო ის გახლდათ, რომ ჩხეიძე სამივე ცდისას მიზანთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, თითქმის აწეული შტანგა უვარდებოდა.
B ჯგუფში პირველობა ერაყელ სალვან ჯასიმ აბუუდ აბუუდს ერგო: ატაცი - 194 კგ. აკვრა - 214 კგ.