სხვა

22:19 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი: “გოტფრიდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ”

რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი B ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა. +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოსვლა ანასტასიამ 248 (113+135) კილოგრამით დაასრულა.

გოტფრიდის ოლიმპიურ დებიუტზე საუბრობს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი. ვუსმენთ ლეგენდას.

კახი კახიაშვილი: “ოლიმპიადის დაწყებამდე თვენახევრით ადრე გადაწყდა, რომ ანასტასია არ იქნებოდა ოლიმპიადაზე. იყო სხვადასხვა მიზეზები. გოტფრიდმა დაიწყო მკურნალობა. იყო რაღაც პრობლემები და ანასტასია შეეშვა აქტიურ ვარჯიშს. ბოლო მომენტში ანასტასიამ მიიღო ოლიმპიური ლიცენზია და პირად შედეგზე უარესი მაჩვენებლის მიუხედავად, რიოში ანასტასიას აბსოლუტური შედეგით კმაყოფილი ვარ.

მჯერა, რომ ანასტასია კიდევ არაერთხელ გაგვახარებს. ის მხოლოდ 19 წლის არის, ორგანიზმი ვითარდება და იმედი მაქვს, შემდეგი ოლიმპიური ციკლისთვის ის უკეთ მომზადებული იქნება. შემდეგი ციკლი ანასტასიამ უფრო ნაყოფიერად, აქტიურად უნდა ჩაატაროს. ჩვენ მას ამაში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. ის შემდეგ ოლიმპიადაზე ბევრად ძლიერი იქნება და მედლის ერთ-ერთი კანდიდატი უნდა იყოს”.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112504