ჭიდაობა

19:18 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

იაკობ ქაჯაია მეოთხედფინალში დამარცხდა (+VIDEO)

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი რუს სერგეი სემიონოვს დაუპირისპირდა და უქულოდ დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორე პერიოდში 0:5 წააგო. გააგრძელებს თუ არა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ქაჯაია, სემიონოვის მიერ 1/2-ფინალში ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული.

დღესვე, საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი გავიდა. ქართველი ფალავანი მექსიკელი ალფონსო იეპესის ძლევის შემდეგ მერვედფინალში გერმანელ დენის კუდლასთან დამარცხდა. თავის მხრივ კუდლამ მეოთხედფინალი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ დავით ჩაკვეტაძესთან წააგო, რის შედეგადაც კობლიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა და მისთვის მიმდინარე ოლიმპიადა დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127435