ფეხბურთი

19:35 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: “ერედივიზიონი არაა რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ერთი გოლი 3 ქულისთვის საკმარისია”

არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატი საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონატს შეადარა. როგორც ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Gelderlander.nl-ი ციტირებს, ერედივიზიონი არ გავს რუსულ პრემიერლიგასა და საქართველოს უმაღლეს ლიგას, სადაც ერთი გოლი საკმარისია გამარჯვებისთვის.

“მე ყოველთვის კრიტიკული ვარ, თუმცა ახლა კრიტიკულიც არ შემიძლია ვიყო. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს, საკმარისია – მხოლოდ სამწუხაროა, რომ წავაგეთ ასეთი თამაში, ასეთნაირად. ბრძოლის უნარიანობა აშკარად გვაკლია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ერედივიზიონი არაა, რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ერთი გატანილი გოლის შემდეგ თამაში მოგებული გაქვს”, - უთხრა კაშიამ ჰოლანდიურ მედიას.

კაშიას აღნიშნული შეფასება ერედივიზიონის II ტურში “ვიტესის” საშინაო მარცხს მოჰყვა “დენ ჰააგთან”, სადაც არნემელები საკუთარ მოედანზე 1:0 იგებდნენ, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113014