ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირადი რეკორდების დამყარებას განაგრძობს. 34 წლის ზლატანს ინგლისის პრემიერლიგაში “ბორნმუთთან” დებიუტი ჰქონდა და ამ მატჩში მან გოლის გატანაც მოახერხა. ამით შვედმა გიგანტმა კიდევ ერთი მიღწევა გააუმჯობესა.
საქმე ისაა, რომ აქამდე მას პრემიერლიგის გარდა, სადებიუტო თამაშში გოლის გატანა ესპანეთის ლა ლიგაში, საფრანგეთის ლიგა 1-ში, იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოეხერხებინა.
იბრამ 2002 წლის 17 სექტემბერს ლიგაზე “ლიონთან” ითამაშა პირველად “აიაქსის” რიგებში და დუბლი შეასრულა. იტალიის ჩემპიონატში დებიუტი “იუვენტუსის” მაისურით 2004 წელს ჰქონდა და “ბრეშას” გაუტანა, “ბარსელონაში” დებიუტისას ხიხონის “სპორტინგის” კარი აიღო, ხოლო “პარი სენ ჟერმენში” თამაშისას დებიუტი “ლორიენთან” შედგა და მაშინაც დალაშქრა მეტოქის კარი. ამჯერად, ზლატანმა იგივე “მანჩესტერის” მაისურით გააკეთა ინგლისის პრემიერლიგაში...