ფეხბურთი

16:52 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “პოგბას გამო ტურინში იღიმოდნენ 4 წლის წინ და იღიმიან ახლაც”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ინგლისურ “დეილი მეილთან” საუბარში პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას გამოეხმაურა. როგორც ვეტერანმა ნახევარმცველმა განაცხადა, ფრანგს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

ანდრეამ ისიც გაიხსენა, რომ “იუვენტუსში” მოსვლისას, არ გვჯეროდა, უფასოდ როგორ დათმო “მანჩესტერმაო”...

“როდესაც პოგბამ 2012 წელს “იუვენტუსში” პირველი ვარჯიში ჩაატარა, ბევრი ჩვენგანი ვიცინოდით. არ გვჯეროდა, რომ ისეთმა გუნდმა, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია” იგი ტურინში უფასოდ გამოუშვა. ახლა კი, როცა იგი ასეთ ფასში გაიყიდა, ვფიქრობ, ტურინში ისევ იცინიან.

ბოლო ოთხ წელიწადში პოგბამ და “იუვემ” ერთად ბევრ გამარჯვებას მიაღწიეს, ახლა კი ის 100 მილიონად უკან დაბრუნდა. ვფიქრობ, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და პოგბასთან ერთად “იუნაიტედს” შეუძლია ძველი დიდება დაიბრუნოს.

დღეს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაა, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი მზადაა მიიღოს ახალი ლიდერი – პოგბას მსგავსი ტალანტი კი არასდროს მინახავს, მას შეუძლია საუკეთესო გახდეს”, - უთხრა პირლომ “დეილი მეილს”.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლო და პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსში” მხარდამხარ სამი სეზონის განმავლობაში, 2012-2015 წლებში თამაშობდნენ.

0.122745