რიოს საკალათბურთო ოლიმპიადაზე ბ ჯგუფში ესპანეთმა ლიტვა 109:59 გაანადგურა. ესპანალებმა ბალტიისპირელები ოთხივე მეოთხედში დაჯაბნეს და შეხვედრას მატჩის სტარტზევე ინტრიგა დაეუკარგეს. მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა პო გასოლმა ჩააგდო, აღსანიშნავია, რომ ცენტრმა 5-დან ხუთი სამქულიანი ჩააგდო. ლიტვაში 17 ქულით კუზმინსკასი გამოირჩა.
ამავე ჯგუფში ხორვატია მოულოდნელად ნიგერიასთან 76:90 დამარცხდა. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ბოიან ბოგდანოვიჩის ანგარიშზეა. ნიგერიამ კი გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვეს, 5 კალათბურთელს ჰქონდა 10 და მეტი ქულა, მათ შორის ყველაზე მეტი 19 ქულა უმეჰმა ჩააგდო.
შემდეგ ტურში ესპანეთი არგენტინას შეხვდება, მატჩი 16 აგვისტოს თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.